საპროტესტო აქცია აშშ-ის „საუკუნის გარიგების“ წინააღმდეგ ბეირუთში

Sputnik

შუა აღმოსავლეთში ასობით დემონსტრანმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მშვიდობიანი გეგმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. მიტინგი ლიბანში, აკარის რაიონში აშშ-ის საელჩოსთან ჩატარდა.

დემონსტრანტები ლიბანისა და პალესტინის დროშებით ხელში არაბებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ, რათა გაეპროტესტებინათ დონალდ ტრამპის განცხადება.

მალევე საპროტესტო აქციამ აგრესიული ხასიათი მიიღო. მომიტინგეებმა უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს ქვები დაუშინეს, მათ კი საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

1 / 12
ლიბანში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
2 / 12
საპროტესტო აქცია გაიმართა აშშ-ის საელჩოსთან ბეირუთში
3 / 12
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მშვიდობიანი გეგმა შუა აღმოსავლეთთან დაკავშირებით ასობით ადამიანმა გააპროტესტა
4 / 12
დემონსტრანტები ლიბანისა და პალესტინის დროშებით ხელში არაბებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ, რათა გაეპროტესტებინათ დონალდ ტრამპის განცხადება
5 / 12
მომიტინგეები აშშ-ის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სკანდირებდნენ, რომ პალესტინელების საქმე მთელ შუა აღმოსავლეთს ეხება
6 / 12
დემონსტრაციამ აგრესიული სახე მიიღო მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს ქვების სროლა დაუწყეს
7 / 12
პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რის გამოც დემონსტრანტების ნაწილი შეუძლოდ გახდა
8 / 12
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ 28 იანვარს თეთრ სახლში გამოაქვეყნეს მშვიდობიანი გეგმა, ცნობილი როგორც „საუკუნის გარიგება“, რომელიც იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და ყველა დასახლება ისრაელის კონტროლს დაექვემდებარება
9 / 12
აშშ-ის პრეზიდენტის შეთავაზებას ღაზას სექტორში ათასობით დემონსტრანტის პროტესტი მოყვა
10 / 12
ლიბანის მაღალჩინოსნებმა ასევე გააკრიტიკეს დონალდ ტრამპის გეგმა
11 / 12
ლიბანში ადგილობრივ 4 მილიონიან მოსახლეობასთან ერთად ცხოვრობს 600 ათასი პალესტინელი და 1,5 მილიონი სირიელი დევნილი
12 / 12
საპროტესტო აქციის მონაწილეები აშშ-ის საელჩოსთან ბეირუთში პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დარეგულირების „საუკუნის გარიგებას“ აპროტესტებენ