ყვითელი ამბები

კესარია აბრამიძე და თორნიკე ჯგერნაია ერთად არიან? – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს ლელა წურწუმია

კესარია აბრამიძის პირადი ცხოვრება მუდამ ყველას აინტერესებს. ტრანსგენდერი ქალი ხან ვისთან დააწყვილეს და ხან ვისთან. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კესარიას რომანი ერთ-ერთ ცნობილი ქალბატონის ქმართან ჰქონდა.
Sputnik

მას ხშირად პოპულარულ და სექსუალურ მსახიობს შორენა ბეგაშვილს ადარებენ, თუმცა კესარია ყოველთვის ამბობს, რომ დედას ჰგავს.
სკანდალური, ეპატაჟური, ინტრიგებით აღსავსე – საზოგადოება კესარია აბრამიძეს ამ სიტყვებით მოიხსენიებს. მიუხედავად ამისა, ყველასთვის ცნობილი ქართველი ფოტომოდელი გაღიზიანებას ნაკლებად იწვევს.

მისი ცხოვრებით უამრავი ადამიანი ინტერესდება და ამას კესარიას სოციალური ქსელის მოწონებებიც ამტკიცებს. კესარიას თქმით, მას პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია. თაყვანისმცემლებს მის სიტყვებში ეჭვი შეეპარათ. ამიტომ ფოტომოდელმა დედის სურათი გამოაქვეყნა და ყველაფერი ნათელი გახდა.

მოგეხსენებათ, კესარია აბრამიძე ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში „მის ტრანს ვარსკვლავი 2018” მონაწილეობდა. როგორც ფოტომოდელი აღნიშნავს, ეროვნული სამოსის ტურზე ქართული ტრადიციული კაბა უნდა წარედგინა, მაგრამ საქართველოში, სხვადასხვა მოდის სახლებში მისულს, კესარიას უარი განუცხადეს და ეროვნული სამოსი „მის ტრანს ვარსკვლავის“ კონკურსზე არ გაატანეს. სოციალურ ქსელში აქტიური კესო თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს. ფოტო-ვიდეოგადაღებების გარდა კესარია მათ კითხვებს ინტენსიურად პასუხობს.

კესარია აბრამიძე შეყვარებულს, რომელმაც სახლი აჩუქა და რომელთანაც 3 წელი იცხოვრა, დაშორდა. მისი თქმით, დაშორების მიზეზი ის გახდა, რომ ერთმანეთი ამოწურეს. დღეს კესარია ყოფილი შეყვარებულის ნაჩუქარ სახლში ცხოვრობს და ამბობს, რომ თავისუფალი და ბედნიერია. ცნობილმა მომღერალმა ლელა წურწუმიამ, რომელიც კესარიასთან მეგობრობს, ცოტა ხნის წინ Instagram-ის „სთორიში“ მისი და ქართველი სტიგმატის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოები ძალიან რომანტიკულ ატმოსფეროშია გადაღებული და ეჭვს აჩენს, რომ შესაძლოა წყვილს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდეს.