რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი ყიფშიძე მესამედ დაქორწინდა. 42 წლის მსახიობმა 24 წლის მსახიობ გოგონაზე ოფიციალურად იქორწინა. წყვილმა იუსტიციის სახლიდან ქორწინების მოწმობის ფოტო სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა. წყვილი საერთო შვილსაც ელოდება.
გიორგი ყიფშიძის პირადი ცხოვრება მუდმივად აქტუალურია. კრისტი ყიფშიძესთან დაშორების შემდეგ მან მხატვარ ანი ჩიკვილაძეზე იქორწინა. ხმები მათი დაშორების შესახებ წლების მანძილზე ვრცელდებოდა, თუმცა ისინი კვლავ ერთად ჩნდებოდნენ საზოგადოებაში. ანის და გიორგის საერთო ვაჟი სანდრო ჰყავთ. რამდენიმე თვის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ყიფშიძე ანი ჩიკვილაძესაც დაშორდა.
როგორც ჩანს, ახალი სიყვარული მისმა ყოფილმა მეუღლემაც იპოვა. ის სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობზე ლაშა კურტანიძეზეა შეყვარებული, რომელიც საზოგადოებამ ნარკოტიკის სკანდალით გაიცნო, რის გამოც ის ტელეწამყვან ლევან როსტოშვილთან ერთად იყო დაკავებული. მეგობრებს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებოდა. საქალაქო სასამართლომ ლევან როსტოშვილს 8 წლით, ლაშა კურტანიძეს კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
2017 წლის 12 ოქტომბერს ლაშა კურტანიძე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა და ის ციხიდან გათავისუფლდა. ლაშა კურტანიძე და ანი სოციალურ ქსელში გრძნობებს არ მალავენ და საერთო ფოტოებსაც აქვეყნებენ. მეგობრები კი კომენტარებში უწერენ რომ „ძალიან ლამაზი წყვილია“.