ეკა კახიანს სამი ქალიშვილი სხვადასხვა ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად ამისა, გოგონები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. წლიდან წლამდე მომღერალ დედას სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან. თავად ეკა კახიანს კი წლები ვერაფერს აკლებს. ნინი ბადურაშვილი, ანასტასია და ქეთევან თოფურიძეები დედასთან ერთად ხშირად პოზირებენ, მაგრამ უკანასკნელმა სურათმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. გადატვირთული გრაფიკის გამო შვილები ერთად იშვიათად იკრიბებიან. ეკა კახიანი ქალიშვილებთან შექმნილ კოლაჟებს აქვეყნებს. ამჯერად თბილისის ცენტრში არსებულ ერთ-ერთ კაფეში გაერთიანდნენ და სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. პოპულარულმა მომღერალმა სურათი საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა. აშკარაა, რომ 56 წლის მომღერალმა სოციალურ ქსელში აქტიურობა დაიწყო.
ეკა კახიანი საქართველოში აღფრთოვანებას იწვევს. ვერავინ დაიჯერებს, რომ მსახიობი 56 წლისაა. მისი დახვეწილი მანერები ან რომანტიკული კომპოზიციები არავის ავიწყდება. სულ რამდენიმე თვის წინ მესამე შვილიშვილი ეყოლა. მისმა შუათანა ქალიშვილმა ანასტასია თოფურიძემ დედას კიდევ ერთი შვილიშვილი აჩუქა. ანასტასიასთვის ეს მეორე შვილია. ეკა კახიანი შვილიშვილების აღზრდაში აქტიურად არის ჩართული. ამას სხვადასხვა ფოტო-ვიდეომასალაც მოწმობს. განსაკუთრებით პოპულარული მისი და ნინი ბადურაშვილის ქალიშვილის ელენეს მიერ შესრულებული სიმღერებია.
ეკა კახიანი გამორჩეულია სილამაზით, ხმის ტემბრითა და სამსახიობო ნიჭით. მომღერალს, კომპოზიტორსა და მსახიობს სამი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი ჰყავს. მისი ფოტოსესიებით დარწმუნდებით, რომ ასაკში ქალი უფრო და უფრო ლამაზი და მშვენიერია. ეკა კახიანის ბუნებრივ სილამაზესა და დახვეწილობაში არავის ეპარება ეჭვი.