თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ბათუმის სანაპიროზე შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს.
პირველი არხის ინფორმაციით, ცხედარი ზღვის მიერ გამორიყული არ არის და მას ძალადობის კვალიც არ ეტყობოდა.
ადგილზე შსს-ს თანამშრომლები არიან მობილიზებული. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით აღიძრა.
ქალის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში, მიმდინარეობს ექსპერტიზა.