ქალაქი „გადაშენდა“: რა ხდება უჰანში, კორონავისურსის ეპიცენტრში – ფოტო

Sputnik

კორონავირუსის ეპიცენტრში – ქალაქ უჰანში თითქოს ყველა გადაშენდა.

ტრანსპორტის მიმოსვლა შეჩერებულია. არ მუშაობს მეტრო, ავტობუსები, ბორნები, შესაძლებელია მხოლოდ ტაქსით გადაადგილება, თუმცა კონკურენციის არარსებობის გამო ფასები მომატებულია.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაავადების 17 485 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 362 ლეტალური შედეგით დასრულდა, 493 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ჩინეთის გარდა ვირუსი გავრცელდა 24 ქვეყანაში, მათ შორის, ტაილანდში, ფილიპინებზე, ვიეტნამში, სინგაპურში, კამბოჯაში, ინდოეთში, მალაიზიაში, ნეპალში, კორეაში, შრი-ლანკაზე, ავსტრალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, კანადაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აშშ-ში, ფინეთში, იაპონიაში.

1 / 10
მყიდველი მაღაზიის წინ უჰანში
2 / 10
უჰანის ცარიელი ქუჩა
3 / 10
მარტოხელა მყიდველი უჰანის ერთ-ერთ სუპერმარკეტში
4 / 10
ცარიელი ქუჩა და დაკეტილი სავაჭრო ობიექტები უჰანში
5 / 10
უჰანში ავტომობილების გადაადგილება ძალიან შემცირებულია
6 / 10
ცარიელი მაღაზია უჰანში
7 / 10
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უსიცოცხლობაა
8 / 10
უჰანის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა
9 / 10
დაკეტილი სავაჭრო ობიექტები უჰანის ერთ-ერთ ქუჩაზე
10 / 10
ცარიელი ავტომაგისტრალი უჰანში