შენგენის ვიზის მიღების ახალი წესები ამოქმედდა

ცვლილებები ვრცელდება მოკლევადიანი ვიზების მიღებაზე ევროკავშირის 22 ქვეყანასა და ოთხ ასოცირებულ სახელმწიფოში.
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. 2 თებერვლიდან ყველა საელჩო, საკონსულო და ვიზების გაცემის ცენტრები ახალი წესებით იხელმძღვანელებენ, იუწყება ევროკომისია.

საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში გამგზავრების წესები მკაცრდება

ცვლილებები დაკავშირებულია შენგენის განახლებული სავიზო კოდექსის ამოქმედებასთან და ვრცელდება მოკლევადიანი ვიზების მიღებაზე ევროკავშირის 22 ქვეყანასა და ოთხ ასოცირებულ სახელმწიფოში (ლიხტენშტეინი, ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია).

„ერთიანი მოკლევადიანი ვიზა, ერთ-ერთი ამ ქვეყნიდან გაცემული, გავრცელდება შენგენის შეთანხმების 26 ქვეყანაში სამოგზაუროდ ვადით 90 დღემდე ნებისმიერი 180-დღიანი პერიოდის მანძილზე", – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ვროკავშირში ჩასვლის მსურველებს ვიზის ასაღებად განაცხადის შევსება არა სამი, არამედ ექვსი თვით ადრე მოუწევთ. ამავე დროს შესაძლებელი გახდა განაცხადის ელექტრონული ფორმით შევსება.

სავიზო მოსაკრებელი გაიზარდა ყველა პირისთვის და 60-ის ნაცვლად 80 ევრო გახდა, ხოლო იმ განმცხადებელ პირებს, რომლებსაც უნდა გადაეხადათ 35 ევრო, ახლა 40 ევროს გადახდა მოუწევთ. ეს ეხება ბავშვებს და სხვა კატეგორიებს, რომლებიც შეღავათით სარგებლობდნენ.

ევროკავშირის განცხადებით, სავიზო მოსაკრებლის ამ გაზრდას იგი იმ დონემდე მიჰყავს, რომელზეც იქნებოდა ის 2006 წლიდან ევროკავშირში ინფლაციის საერთო დონის გათვალისწინების შემთხვევაში.

ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად გაზრდისა, შენგენის სავიზო მოსაკრებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ავსტრალიაში, ჩინეთში ან აშშ-ში.