მსოფლიო დღეს

ტერაქტი ლონდონში: დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა

ინციდენტი ლონდონის სამხრეთით მოხდა - მამაკაცი, რომელმაც თავდასხმა განახორციელა, პოლიციელების მიერ ლიკვიდირებულია
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. დანით შეიარაღებული უცნობი მამაკაცი თავს დაესხა გამვლელებს ლონდონში, სტრეტემის რაიონში, იუწყება ბრიტანეთის დედაქალაქის პოლიცია Twitter-ში.

რამდენიმე ადამიანმა ცივი იარაღით ჭრილობები მიიღო. მამაკაცი შეიარაღებულმა ოფიცრებმა სტრეტემის რაიონში მოკლეს.

​​ინციდენტის გარემოებები დგინდება. ლონდონის პოლიცია მიიჩნევს, რომ ინციდენტი ტერორიზმს უკავშირდება.

ლონდონში ბოლო ტერაქტი 29 ნოემბერს მოხდა. მაშინ 28 წლის უსმან ხანი, რომლის ქამარზე ასაფეთქებელი მოწყობილობის მულიაჟი იყო დამაგრებული, ვესტმინსტერის ხიდზე ადამიანებს თავს დაესხა. ორი გამვლელი და ტერორისტი დაიღუპა.