გულისამაჩუყებელი სიურპრიზი ავადმყოფ გოგოს, რომელიც საქართველოზე ოცნებობდა - ვიდეო

სოციალურ ქსელში გულისამაჩუყებელი ვიდეო ვრცელდება, რომელიც სავარაუდოდ, ზაფხულშია გადაღებული და ჩანს, რა სიურპრიზი მოუწყვეს რუს გოგოს, რომელსაც მძიმე დაავადება სჭირდა
Sputnik

როგორც ვიდეოს აღწერიდან ვიგებთ, გოგონას ოცნება საქართველოში მოგზაურობა იყო, ამიტომ მისმა მეგობრებმა მას კლინიკის აივანზე ქართული სუფრა გაუწყვეს და ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა მოცეკვავეებმა რამდენიმე ქართული ცეკვა შეუსრულეს. კომენტარებიდან ირკვევა, რომ დღეს ეს გოგონა ცოცხალი აღარ არის.