მსოფლიო დღეს

საქართველოს მოქალაქეები იტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს  მოქალაქეები ქალაქის ცენტრში მდებარე ძველი და დანგრეული შენობის ჩხრეკისას დააკავეს,  ერთ-ერთი დამნაშავე კი ადგილიდან მიიმალა
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. იტალიის ქალაქ მოდუნიოში ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იტალიურ მედიაზე დაყრდნობით.

საქართველოში დანაშაული 8,5%-ით გაიზარდა

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე ქალაქის ცენტრში მდებარე ძველი და დანგრეული შენობის ჩხრეკისას დააკავა. სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი დამნაშავე კი ადგილიდან მიიმალა.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მოპარული ნივთები, მათ შორის ტელეფონი, ძვირფასი საათი და ნაღდი ფული. ადგილობრივი სამართალდამცავი  ორგანოს  ცნობით, აღნიშნული ნივთები ბრინდიზიში მდებარე სახლის მეპატრონეს ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაქურდეს.

გარდა ამისა, ძველი შენობის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია სხვა მოპარული ნივთები. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.