მსოფლიო დღეს

ბოლო მონაცემები: ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით პირველი პაციენტი დაიღუპა

ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ 14 380 ადამიანს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობამ 304 კაცი შეადგინა.
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით,  რომელიც Twitter−ზე ქვეყნდება, 1 თებერვალს დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ჩინეთის ფარგლებს გარეთ: ფილიპინებზე 44 წლის ჩინელი მამაკაცი გარდაიცვალა. 

​ჩინეთის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ 14 380 ადამიანს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობამ 304 კაცი შეადგინა. 

„31 პროვინციიდან მიღებულია ინფორმაცია პნევმონიით დაავადების 14 380 დადასტურებული შემთხვევის შესახებ. აქედან 2110 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 304 გარდაიცვალა, 328 გაწერილია საავადმყოფოებიდან“, — ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში. 

გარდა ამისა, კორონავირუსით დაავადებაზე ეჭვი არსებობს 19 544 ადამიანის მიმართ, ხოლო კიდევ დაახლოებით 137,6 ათას კაცს, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ, აკვირდებიან.