თბილისში ორი მამაკაცი დაჭრეს

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის, გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით
Sputnik

​თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი მამაკაცი დაჭრეს, იუწყება პირველი არხი.

დაჭრილები საავადმყოფოში არაინ გადაყვანილი.

ტელეკომპანიის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულის სსკ-ის სამი მუხლით. კერძოდ, 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა), 124-ე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება).

ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.