თავდაცვის სამინისტროს ქონების მითვისების ბრალდებით ვიცე-პოლკოვნიკი დააკავეს

მაღალჩინოსანი თავდაცვის სამინისტროს ქონების უკანონოდ მითვისების ბრალდებით სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დააკავეს
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. სამხედრო პოლიციამ თავდაცვის ძალების, ჯარების ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) დაცვის ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გ.ჯ. დააკავა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურმა საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებაში ბრალდებული დააკავა >>

უწყების ცნობით, დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ქონებას უკანონოდ 2018 წელს და 2019 წლის პირველ და მეორე კვარტალში დაეუფლა.

„საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მოძიებულ და დაკითხულ იქნა მოწმეები, რომლებიც ფლობდნენ საქმესთან დაკავშირებით არსებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას, დაინიშნა სათანადო ექსპერტიზები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, პარალელურად ჩატარდა შიდა უწყებრივი რევიზია, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს გ.ჯ.-ს დაკავების თაობაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ზუგდიდში მიცვალებულების პენსიების მითვისების საქმეზე ხუთი პირი დააკავეს

უწყების ცნობით, ბრალდებული,  სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის 1 თებერვალს დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

რა სახის ქონებას დაეუფლა უკანონოდ ვიცე-პოლკოვნიკი, უწყება არ ასახელებს.

„გ.ჯ. 2019 წლის 23 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით იმყოფებოდა ბიულეტენზე, ხოლო შემდგომ პერიოდში იანვრის თვეში კუთვნილ შვებულებაში. ამ პერიოდში ბატალიონის მეთაურის მოვალეობას ასრულებდა შტაბის უფროსი შოთა თავართქილაძე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა >>

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ცენტრის (აღმოსავლეთის) დაცვის ბატალიონის დისლოკაციის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.