ხობში სტუმარმა სახლის მასპინძელი დაჭრა

იმ დროს, როდესაც დაჭრაში ბრალდებული მიმალვას ცდილობდა, მეზობლის სახლს შეაფარა თავი, სადაც ქალბატონი დახვდა და მასაც ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ერთერთი მოსახლის სახლში  სტუმარმა ოჯახის მასპინძელი დაჭრა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ბოლნისში 70 წლის მამაკაცი მოკლეს

ადგილობრივების ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც დაჭრაში ბრალდებული მიმალვას ცდილობდა, მეზობლის სახლს შეაფარა თავი, სადაც ქალბატონი დახვდა და მასაც ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ქალბატონი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო დაჭრილი მამაკაცი ხობის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება და მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ნიკა ლატარია