ხობში დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა

24 წლის მამაკაცმა ცივი იარაღით სასიკვდილოთ დაჭრა 50 წლის მამაკაცი, 77 წლის ქალს კი დაზიანებები თავის არეში მიაყენა
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. მამაკაცი, რომელიც ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში დღეს დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი.

ექიმის განცხადებით, 50 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ხობში სტუმარმა სახლის მასპინძელი დაჭრა

მისივე თქმით, მამაკაცი საავადმყოფოში მუცლის არეში მიყენებული ჭრილობებით შეიყვანეს.

რაც შეეხება, თავდასხმის შედეგად დაშავებულ 77 წლის ქალს, ის თავში მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით თავდაპირველად ხობის საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.

სტუმრად მყოფმა პირმა მასპინძელი დაჭრა, შემდეგ კი მეზობლის სახლში შევარდა, სადაც ქალს დაზიანებები მიაყენა. ამის შემდეგ ის შეეცადა მიმალვას, თუმცა ის დააკავეს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 1996 წელს დაბადებული პირია, რომელიც თბილისში ცხოვრობს და სამეგრელოში სტუმრად იმყოფებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.