COVID-19 - ბოლო ცნობები

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ჩინელები კლინიკიდან დღეს გაეწერებიან

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი საქართველოს ორი მოქალაქე მკურნალობას განაგრძობს, მათი ანალიზების შედეგები ცნობილი ორ-სამ დღეში გახდება
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, კლინიკიდან დღეს გაეწერებიან, საქართველოს ორი მოქალაქე მკურნალობას განაგრძობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჩინეთში კორონავირუსის შემაკავებელი პრეპარატი იპოვეს: მიმდინარეობს კლინიკური გამოცდა >>

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ჩინეთის ორივე მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ ტემპერატურა არ აქვთ.

„თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია სულ ოთხი პაციენტი. აქედან ორ პაციენტს დაუდგინდა H1N1, ხოლო ორი პაციენტი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, მკურნალობას განაგრძობენ. ამათთან ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოირიცხა პნევმონია,  განაგრძობენ მეთვალყურეობას გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან ჩატარებული კვლევებით ყველა შესაძლო პათოგენი გამოირიცხა, ამიტომ, საჭიროებს კვლევის გაგრძელებას, რომლის საბოლოო პასუხს დაახლოებით ორი ან სამი დღე სჭირდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
პეკინში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 150-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს ჩინეთიდან ჩამოსული პირები პერიოდულად აკითხავენ, თუმცა დაავადება არ არის გამოვლენილი. ისინი ინფიცირებულები არ არიან, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ტემპერატურა და სხვა კლინიკური სიმპტომები არ აქვთ.

ჩინეთი კი კორონავირუსის ეპიდემიას ებრძვის. ქვეყნის ხელისუფლებამ 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უხანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეულ პნევმონიას ჩინეთში 259 ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირებულია დაახლოებით 12000 ადამიანი.