მსოფლიო დღეს

სტამბულის პოლიციამ სპეცოპერაციის დროს ოთხი ქართველი დააკავა

პოლიციამ სპეცოპერაციის დროს სულ 16 ადამიანი დააკავა, მათ შორის რუსეთის ერთი, უკრაინის სამი, საქართველოს ოთხი და აზერბაიჯანის რვა მოქალაქე.
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. სტამბულის პოლიციის თანამშრომლებმა ე.წ. რუსული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თურქეთში საქართველოს ექვსი მოქალაქე ოქროს მოპარვაზე დააკავეს

არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს სულ 16 ადამიანი დააკავეს, მათ შორის რუსეთის ერთი, უკრაინის სამი, საქართველოს ოთხი და აზერბაიჯანის რვა მოქალაქე.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების ლიდერი წარმოშობით უკრაინელი ანდრეი მალია, ბრალდებულები კი თურქეთში აზერბაიჯანული დაჯგუფების ლიდერის ნადირ სალიფევის და მისი დაჯგუფების წევრების ლიკვიდაციის მიზნით ჩავიდნენ.

სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციამ 11 პისტოლეტი, ავტომატი АК-47 და 222 ტყვია აღმოაჩინა.