ყვითელი ამბები

„დაავადების გამო რომ აბულინგებთ, დანაშაულია...“ – ნინო ნადირაძე მიმართვას ავრცელებს

ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ ჩინეთში 9 692 კაცს მიაღწია, იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისათვის ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 213 ადამიანს შეადგენს.
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. კარდიოლოგი ნინო ნადირაძე კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საზოგადოებაში არსებულ პანიკას ეხმაურება და წერს, რომ დაავადების გამო ადამიანების დაბულინგება დანაშაულია. მან მისი ცხოვრებიდანაც გაიხსენა ფაქტი, როცა სამი თვის ორსულმა წითელათი დაავადებული პაციენტი გასინჯა – რისკი დიდი იყო, მაგრამ ეს მაინც გააკეთა, რადგან ექიმობა რისკთანაა დაკავშირებული და ეს ნორმალურია.

ბრძოლა კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრუ ინფორმაციასთან: Facebook-ის საგანგებო განცხადება

„ადამიანებს დაავადების გამო რომ აბულინგებთ, ეს არის დანაშაული. ყველა ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს ავად და როგორ მოგეწონებათ, როგორც კეთროვანს ისე რომ მოგექცნენ და არავინ მოგეკაროთ? სამი თვის ორსული ვიყავი, როდესაც გავსინჯე გოგონა, რომელსაც წითელა აღმოაჩნდა, 100%-იანი რისკი იყო, რომ გადამედებოდა, მაგრამ გადავრჩი. ექიმობა არის რისკი, ამიტომაც ვისაც გარისკვა არ შეგიძიათ, დაჯექით სახლში“, – წერს ნინო ნადირაძე.

საგანგებო ვითარება: კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება – უახლესი მონაცემები

ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ ჩინეთში 9 692 კაცს მიაღწია, იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისათვის ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 213 ადამიანს შეადგენს. კომიტეტის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე კორონავირუსი SARS-ის (მძიმედ მწვავე რესპირატორული სინდრომი) ყველა ეპიდემიით დაავადებულთა რაოდენობა მსოფლიოში.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, ამ დროისათვის 9692 დაავადებულიდან 1 527 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 213 გარდაიცვალა, ხოლო 171 პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს. გარდა ამისა, რეგისტრირებულია კორონავირუსით დაავადებაზე ეჭვის 15 238 შემთხვევა. ამასთან, მეთვალყურეობის ქვეშ არის კიდევ 102 427 ადამიანი, რომლებსაც დაავადებულებთან ჰქონდათ კონტაქტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე ცნო ახალი კორონავირუსის ეპიდემია საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარებად.