მსოფლიო დღეს

საგანგებო ვითარება: კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება – უახლესი მონაცემები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე ცნო ახალი კორონავირუსის ეპიდემია საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარებად.
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ ჩინეთში 9 692 კაცს მიაღწია, იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი. 

ახალი მონაცემები კორონავირუსის შესახებ: ცნობილია, ვინ ხვდება რისკის ჯგუფში

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისათვის ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 213 ადამიანს შეადგენს.

კომიტეტის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე კორონავირუსი SARS-ის (მძიმედ მწვავე რესპირატორული სინდრომი) ყველა ეპიდემიით დაავადებულთა რაოდენობა მსოფლიოში.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, ამ დროისათვის 9 692 დაავადებულიდან 1 527 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 213 გარდაიცვალა, ხოლო 171 პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს.

გარდა ამისა, რეგისტრირებულია კორონავირუსით დაავადებაზე ეჭვის 15 238 შემთხვევა. მეთვალყურეობის ქვეშ არის კიდევ 102 427 ადამიანი, რომლებსაც დაავადებულებთან ჰქონდათ კონტაქტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე ცნო ახალი კორონავირუსის ეპიდემია საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარებად.