ყვითელი ამბები

მოდის კრიტიკოსი ნახევრად შიშველი პოზირებს – დალი ჩიტალაძის აქამდე უცნობი ფოტოები

საკუთარ თავს მოდის კრიტიკოსად არ აღიარებს, მაგრამ საქართველოში მას ყველა ასე წარადგენს. დალი ჩიტალაძე იმ ქალების რიცხვს განეკუთვნება, რომლებსაც წლები ვერაფერს აკლებს. ტელესახე ძველ სურათებს აქვეყნებს.
Sputnik

უამრავი პრობლემისა და გარდამტეხი ცხოვრებისეული ისტორიების მიუხედავად პოზიტივს ასხივებს. დალი ჩიტალაძე ასაკს მალავს, თუმცა ის შეუდარებლად გამოიყურება და ასაკით დაინტერესება აღარ ხდება საჭირო. ხშირად ამბობს, რომ საკუთარი ასაკი აღარ ახსოვს. დალი ჩიტალაძის ასაკი აქამდე ვერავინ გამოიცნო. ის თბილისში მოდის ექსპერტის სახელითაა ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ვთქვით, ასაკს მალავს, მედიას არაფერი გამორჩება. დალი ჩიტალაძეს მალე 57 წელი შეუსრულდება. თითქმის 20 წელი ემიგრაციაში გაატარა და მის ცხოვრებაში უამრავი რამ შეიცვალა. უფრო ხშირად დალის ცხოვრებაში ტრაგიკული შემთხვევები იჩენდნენ თავს. მაგრამ მოდის ექსპერტი საკუთარ პრობლემებს საჯაროდ არასდროს განიხილავს. ირგვლივ მყოფთათვის ის ყოველთვის პოზიტიურია. პირველად 16 წლის ასაკში დაოჯახდა. ამბობს, რომ ეს გაუაზრებელი ნაბიჯი იყო და პირველ ქმარს, მისი უფროსი შვილის მამას ვერასდროს ეწყობოდა. ახლა ისინი საუკეთესო მეგობრები არიან და დალის პირველი ქმრის ახლანდელ მეუღლესთანაც ახლო ურთიერთობა აკავშირებს. წარმოუდგენელია, მაგრამ მისი უფროსი ვაჟი 39 წლისაა. 

ბევრმა არ იცის, რომ დალი ჩიტალაძე ამერიკაში ჯანი ვერსაჩეს მაღაზიაში კლიენტებს ემსახურებოდა. მოგვიანებით ერთ-ერთ ბიზნეს-კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს. სოციალურ ქსელსა და ტელესივრცეში აქტიური დალი უახლეს ტრენდებზე საინტერესოდ ჰყვება. მან საკუთარი გვერდი შექმნა, სადაც მისი ასაკის ქალბატონებს სტილის შეცვლისა და გემოვნებით ჩაცმის საიდუმლოებებს უმხელს. ახლახან გაზიარებულ შავ-თეთრ და ფერად ფოტოებზე დალი ძალიან ახალგაზრდაა. 90-იანი წლებისთვის უჩვეულოდ თამამი სურათები აქვს გადაღებული. სოციალურ ქსელში მისმა შეუდარებელმა მოშიშვლებულმა ტანმა ხმაური გამოიწვია.