დიდთოვლობამ გზებზე პრობლემები შექმნა

შეზღუდვები შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის ორ მონაკვეთზე ამოქმედდა.
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის ორ მონაკვეთზე სატრანსპორტო შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, უამინდობის გამო აღნიშული საავტომობილო გზის 126-157 კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ხოლო საავტომობილო გზის 75-126 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.