რეკორდული ტროპიკული წვიმები ბრაზილიაში: წყალმოვარდნა, მეწყერი და ათობით დაღუპული – ფოტო

Sputnik

ბოლო მონაცემებით, მინას-ჟერაისის შტატში, რომელსაც სტიქიის ძირითადი დარტყმა მიადგა, დაიღუპა 53 და დაშავდა 65 ადამიანი. კიდევ ცხრა ადამიანი დაიღუპა ესპირიტუ-სანტუს შტატში და ორი – რიო-დე-ჟანეიროში. მინიმუმ 19 ადამიანი მიიჩნევა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ადგილობრივი მასმედიის მონაცემებით, 60 ათასზე მეტმა ადამიანმა იძულებით დატოვა საკუთარი სახლი.

1 / 12
ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთში ძლიერი წვიმა და წყალდიდობაა
2 / 12
სტიქიამ ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დამანგრეველი მეწყრის მიზეზადაც იქცა
3 / 12
ასევე ძლიერ დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სატრანსპორტო საშუალებები
4 / 12
უამინდობის გამო ათასობით ადამიანს მოუწია საცხოვრებლის დატოვება
5 / 12
ტალახისა და ნაგვის ტალღებმა უამრავი პრობლემა შექმნა
6 / 12
მამაკაცი მაღაზიის ტერიტორიას წმენდს წყალდიდობის შემდეგ
7 / 12
ძლიერი წვიმა ბრაზილიაში 24 იანვარს დაიწყო
8 / 12
მინას-ჟერაისის შტატის გუბერნატორმა რომეუ ზემამ 853-დან 101 მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, დაღუპულთა ოჯახებს კი მიუსამძიმრა
9 / 12
სტიქიის მსხვერპლთა პატივის მისაგებად ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
10 / 12
სტიქიის შედეგები ბრაზილიაში
11 / 12
ესპირიტუ-სანტუს შტატში საგანგებო მდგომარეობა ოთხ მუნიციპალიტეტში გამოცხადდა
12 / 12
ბრაზილიის ხელისუფლების შეფასებით, ნალექი მალე იკლებს, თუმცა ახალი მეწყრის საშიშროება კვლავ რჩება