ქართველი ვირტუოზი პიანისტი ქუთაისში უფასო კონცერტს გამართავს

კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ქუთაისში სასიამოვნო საღამო ელოდებათ. ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტს დავით ალადაშვილი შეასრულებს.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ცნობილი ქართველი პიანისტი დავით ალადაშვილი 4 თებერვალს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე უფასო კონცერტს გამართავს, იუწყებიან ორგანიზატორები.

კონცერტზე აჟღერდება პეტრე ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი. ორკესტრს ქუთაისის ოპერის თეატრის დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს.

დავით ალადაშვილი 1990 წლის 13 აპრილს თბილისში დაიბადა. ფორტეპიანოზე დაკვრა 11 წლისამ დაიწყო.

პიანისტი დათუნა ალადაშვილი საქართველოს მასშტაბით 50-მდე კონცერტს გამართავს>>

პიანისტი 2007 წელს გადავიდა აშშ-ში, ნიუ-იორკში და შევიდა საშემსრულებლო ხელოვნების კონსერვატორიაში – ჯულიარდის სკოლაში მუსიკის განყოფილებაზე.

კლასიკის დღესასწაული: მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში

ახალგაზრდა პიანისტი არაერთხელ გამხდარა მრავალი კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი, მათ შორისაა ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი თბილისში, ვლადიმირ სპივაკოვის საერთაშორისო ფესტივალი მოსკოვში და რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო ფორტეპიანოს კონკურსი პარიზში (გრან-პრი).

დავით ალადაშვილის სოლო კონცერტები იმართება საქართველოში, რუსეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.