ქედაში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გარდაცვლილის მეუღლის თქმით, იგი მეზობელთან სტუმრად იმყოფებოდა, სახლში დაბრუნებისას კი კვამლი შენიშნა და სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახა.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულაში ხანძრის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება "აჭარის ტელევიზია".

ხანძარი საცხოვრებელ სახლში ღამით გაჩნდა, რა დროსაც სახლში მხოლოდ ერთ ადამიანი იმყოფებოდა.

გარდაცვლილის მეუღლის თქმით, იგი მეზობელთან სტუმრად იმყოფებოდა, სახლში დაბრუნებისას კი კვამლი შენიშნა და სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახა. მამაკაცი მაშველების გამოჩენამდე უკვე გარდაცვლილი იყო.

უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება.