მაია ცირამუა: ოჯახის დანგრევამ შეიძლება არ დაანგრიოს ბავშვში ოჯახი, თუ კი მას ექნება...

ფსიქოლოგი მაია ცირამუა საუბრობს ოჯახში ძალადობაზე და ბავშვების მიერ უსაფრთხოების განცდის აუცილებლობაზე
Sputnik
მაია ცირამუა: ოჯახის დანგრევამ შეიძლება არ დაანგრიოს ბავშვში ოჯახი, თუ კი მას ექნება...
„მნიშვნელოვანია, მშობლებმა ბავშვებს ჩაუნერგონ იმის განცდა, რომ უსაფრთხო გარემოში ცხოვრობენ. ფიზიკური და ემოციური განცდა არის ფუნდამენტური მოთხოვნილება ადამიანისა. ოჯახის დანგრევამ შეიძლება არ დაანგრიოს ბავშვში ოჯახი, თუ კი მას ექნება სრულფასოვანი ურთიერთობა ორივე მშობელთან. განქორწინების შემდეგ მშობლები მათ იყენებენ, როგორც ბრმა იარაღს შურისძიებისთვის. ამ ბინძურ თამაშში ეს არის ბავშვზე ძალადობის ყველაზე მტკივნეული და უხეში ფორმა, რომელიც ცხოვრებაში ძვირად უჯდება“ - აღნიშნა მაია ცირამუამ.

ფსიქოლოგის განმარტებით, საუკეთესო გამოსავალია, როცა ორივე მხარე იწყებს ფიქრს, რა იქნება ბავშვისთვის უკეთესი, რათა ჰქონდეს განცდა, რომ არის საყვარელი ობიექტი მშობლებისთვის და დედისგან და მამისგან არავითარი საფრთხე არ ემუქრება.