გორში ავარიის შედეგად 16 წლის ბიჭი დაიღუპა

პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. გორში ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად 16 წლის ბიჭი დაიღუპა, იუწყება პირველი არხი.

სამგორში ავარიის შედეგად რვა წლის ბავშვი დაიღუპა

კიდევ ერთი დაშავებული საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 276-ე მუხლით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“), რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.