თავდაცვის სამინისტრო ჯარში სურსათზე მკაცრ კონტროლს აწესებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ამიერიდან, საზოგადოებრივი კვების სამოქალაქო ობიექტების გარდა, შეამოწმებს სამხედრო სასადილოებსა და ჯარისთვის მიწოდებული პროდუქტების ხარისხს.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე სურსათის ეროვნული სააგენტო ამიერიდან შეამოწმებს იმ პროდუქტების ხარისხს, რომლითაც ქართული ჯარი მარაგდება. ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

მხარეების მიერ ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სააგენტოს სპეციალისტები სამინისტროს მისცემენ რეკომენდაციებს და აქტიურად გააკონტროლებენ ქართული ჯარის კვების ობიექტებს.

ქართულ ჯარს ახალი ხორცის ნაცვლად გაყინულით ამარაგებდნენ – თავდაცვის უწყების სანქციები>>

სააგენტოს ინსპექტორები შეამოწმებენ იმ კომპანიებს, რომლებიც ჯარს სასურსათო პროდუქტებით ამარაგებენ.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამხედრო ქალაქი აშენდება

სააგენტოს სპეციალისტები, პროდუქტების უვნებლობისა და უსაფრთხოების შემდგომი ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით, პერიოდულად აიღებენ საკვების ნიმუშებს.

სამინისტრო, თავის მხრივ, სურსათის სააგენტოს მიერ მიცემული ყველა რეკომენდაციის შესრულების ვალდებულებას იღებს.

ცოტა ხნის წინ თავდაცვის სამინისტროს საკონტროლო სამსახურმა ნიმუშების შემოწმების შემდეგ, ხორცის მიწოდების ტენდერის პირობების დარღვევისთვის კომპანია „ქარვა" დააჯარიმა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჯარისკაცებს გაყინული ხორცი მიეწოდებოდათ. ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე კომპანია ყველა – სამი მიწოდებისთვის 125 ათასი ლარით დაჯარიმდა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, თავდაცვის ძალებში კვების გაუმჯობესება განისაზღვრა, როგორც თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი ახალი პრიორიტეტი.

ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო>>

ამ მიმართულებით უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, შეიცვალა კვების რაციონი, დაიწყო სასადილო ოთახების რემონტი, 2020 წლის 1 იანვრიდან ქართველი სამხედროები იღებენ ახალ და არა გაყინულ ხორცს.

თავდაცვის სამინისტრო პირობას დებს, რომ ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი კვების პროდუქტების ხარისხი მუდმივად შემოწმდება.