ოპოზიციამ შემოგვთავაზა ე.წ. გერმანული მოდელი, რომელსაც გერმანულთან საერთო არაფერი ჰქონდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საუბრობს და განმარტავს, რა კომპრომისზე წავიდა ხელისუფლება.
Sputnik
ოპოზიციამ შემოგვთავაზა ე.წ. გერმანული მოდელი, რომელსაც გერმანულთან საერთო არაფერი ჰქონდა
„მათ შემოგვთავაზეს ე.წ. გერმანული მოდელი, რომელსაც გერმანულთან საერთო არაფერი ჰქონდა. მათ მეორე ეტაპზე შემოგვთავაზეს მაჟორიტარული ნაწილისთვის ავღანური მოდელი, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს რაციონალიზმთან, დემოკრატიასთან, პრაქტიკასთან, რომელიც საქართველოში შეიძლება განხორციელდეს. ამის შემდეგ, როცა გვეხვეწებოდნენ – თქვენ გვითხარით მაშინ, რა დათმობაზე და კომპრომისზე შეიძლება წახვიდეთო, ჩვენ წავედით კომპრომისზე და შიდა დინებების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, რომ შეგვეთავაზებინა 100/50-ზე სისტემა“, – ამბობს მამუკა მდინარაძე. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, შეხვედრის მეხუთე რაუნდისთვის კონკრეტული დღე მონიშნული არ არის, მისი თქმით, უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ახლა მოდერატორებს ხვდებიან და საქმის დეტალებს აცნობენ.