მსოფლიო დღეს

იბრძოლეთ სამკვდრო-სასიცოცხლოდ: ჩინეთის ლიდერმა ეპიდემიის კონტროლში არმია ჩართო

ის ფაქტი, რომ კორონავირუსით დაავადებულებისთვის სპეციალიზებული ჰოსპიტლის მშენებლობაზე სწორედ არმიაა პასუხისმგებლად დანიშნული, პარტიისა და ხალხის მაღალ ნდობაზე მეტყველებს.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩინეთში ვითარება კვლავ მძიმეა, განაცხადა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა. 

დადგინდა კორონავირუსის ახალი სიმპტომები და გადადების გზები

„ამ დროისათვის სიტუაცია ეპიდემიის პროფილაქტიკის მხრივ კვლავინდებურად სერიოზულია და მძიმე. მთელი არმია ვალდებულია მოისმინოს ბრძანებები და იმოქმედოს, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, იბრძოლოს სამკვდრო-სასიცოცხლოდ და აქტიური დახმარება გასწიოს ეპიდემიის პროფილაქტიკისა და კონტროლის საკითხში“, – ციტირებს სააგენტო „სინჰუა“ ქვეყნის შეიარაღებული ძალებისადმი ბრძანების ტექსტს.

სი ძინპინის თქმით, ის ფაქტი, რომ კორონავირუსით დაავადებულებისთვის სპეციალიზებული ჰოსპიტლის მშენებლობაზე სწორედ არმიაა პასუხისმგებლად დანიშნული, პარტიისა და ხალხის მაღალ ნდობაზე მეტყველებს.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 6 ათას ადამიანს მიაღწია, რომელთაგან 132 დაიღუპა. გარდა ამისა, რეგისტრირებულია 9 ათასზე მეტი შემთხვევა დასნებოვნების ეჭვით. ამ დროისათვის აკვირდებიან კიდევ 60 ათასამდე ადამიანს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულებთან.