ყვითელი ჟილეტებით PACE-ში: ჟურნალისტების შევიწროების, ციხისა და პროფესიული რწმენის შესახებ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დღის წესრიგში დააყენეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საკითხი.
Sputnik

პრესკონფერენციის ინიციატორები იყვნენ „როსია სეგოდნიას“ აღმასრულებელი დირექტორი და „Sputnik-ესტონეთის“ ხელმძღვანელი. კირილ ვიშინსკი და ელენა ჩერიშევა საფრანგეთში კორპორატიული ჟილეტებით ჩავიდნენ და თან წაიღეს 12-გვერდიანი მოხსენება ჟურნალისტების დევნის სხვადასხვა შემთხვევების შესახებ. ვიშინსკიმ, რომელიც „რია ნოვოსტი უკრაინას“ ედგა სათავეში, ერთი წელი ციხეში გაატარა. თავისუფლების აღკვეთით ემუქრებოდნენ მათაც, ვინც Sputnik-ის ტალინის რედაქციაში მუშაობდა. ამის გამო თანამშრომლები იძულებული იყვნენ კონტრაქტები გაეწყვიტათ სააგენტოსთან. „Sputnik-ესტონეთის“ მუშაობა დროებით შეჩერებულია. დაწვრილებით – იხილეთ ვიდეოში.