ყვითელი ამბები

ნანუკა ჟორჟოლიანი დედასთან ერთად გამოჩნდა – ჟურნალისტის დედა შეუდარებლად გამოიყურება

პოპულარული ჟურნალისტი მაყურებლების ყურადღებას სხვადასხვა ხერხით იქცევს. ნანუკა ჟორჟოლიანს საინტერესო კარიერა და ცხოვრება აქვს. მისი ოჯახის წევრები არანაკლებ ყურადღებას იქცევენ. ნახეთ, როგორ გამოიყურება ნანუკას დედა.
Sputnik

ცნობილი ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრებით გამოირჩევა. ნანუკა ჟორჟოლიანის პირად სივრცეს კარიერის დაწყებიდან აქტიურად განიხილავენ. ტელესახე ბევრი ადამიანისთვის ერთ-ერთ სამაგალითო სახედ იქცა. ინდივიდუალიზმი, განსაკუთრებული ხმის ტემბრი და ცხელი წერტილებიდან გაშუქების უნარი ნანუკას დამახასიათებელი ნიშნებია. მან სრულიად ახალი ფურცლიდან დაიწყო ახალი გადაცემის წაყვანა, როდესაც „რუსთავი 2“ დატოვა. გადაცემას „სხვა ნანუკა“ ჰქვია. მასში სოციალური თემატიკა დომინირებს. ცნობილი სახე ბევრს მოგზაურობს და საკუთარ თავთან ჰარმონიას სწორედ მოგზაურობისას განიცდის. თუმცა, აღნიშნავს, რომ მშობლებთან გატარებული დრო მისთვის შეუდარებელია.

ნანუკა ჟორჟოლიანს მშობლებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს. ამბობს, რომ მამა სიმკაცრით გამოირჩევა და მას ძალიან ჰგავს. ექსტრავაგანტული ჟურნალისტი ბევრი ადამიანის ყურადღებას მარტივი ხერხით იქცევს. ჟორჟოლიანი ენერგიით და განსაკუთრებული ენთუზიაზმით გამოირჩევა. მას ორი ყოფილი მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ოჯახის დანგრევის შემდეგ მისი ცხოვრება დეპრესიებმა და აკვიატებულმა, პანიკურმა ფიქრებმა მოიცვა, რის გამო ჟურნალისტი მკურნალობდა კიდეც. თუმცა, არც პირველი ოჯახის დანგრევა აღმოჩნდა ადვილად გადასატანი.

ნანუკა პირველად სტუდენტობისას დაოჯახდა. პირველ ქალიშვილთან ერთად ლექციებს ესწრებოდა და გადაღებებზე დადიოდა. იხსენებს, რომ პირველი ოჯახის დანგრევის წინააღმდეგი მამა იყო, რომელსაც ირგვლივ მყოფთა რეაქციების ერიდებოდა. ამის შესახებ ტელეწამყვანმა ხმამაღლა არაერთხელ ისაუბრა საკუთარ გადაცემასა და სხვა თოქ-შოუებში. ამჯერად გამოქვეყნებულ უთბილეს ფოტოზე დედა-შვილი პოზიტივს ასხივებს.