ყვითელი ამბები

„ჩემი ნათლული“ – ლელა წურწუმია სტეფანე მღებრიშვილის ქალიშვილის ნათლიაა – უსაყვარლესი ფოტო

ლელა წურწუმია სოციალურ ქსელში უთბილეს სურათს აქვეყნებს. მისი ერთ-ერთი ნათლული სტეფანე მღებრიშვილის ერთადერთი ქალიშვილი სტეფანია მღებრიშვილი აღმოჩნდა. პატარა გოგონა მომღერალი მამის ასლია.
Sputnik

ქართველი პოპ-დივა დიდი აქტიურობით გამოირჩევა. რთული დასაჯერებელია, მაგრამ ლელა წურწუმიას სულ მალე 51 წელი შეუსრულდება. მომღერალი შეუდარებლად გამოიყურება და ნათლულთან ერთად პოზირებს. მომღერლის ნათლული პატარა სტეფანია აღმოჩნდა. ის მაია დარსმელიძისა და სტეფანე მღებრიშვილის ქალიშვილია. არტისტი დედ-მამა გოგონას „ფანიას“ უწოდებს. სტეფანე და სტეფანია ერთად მოგზაურობენ და უსაყვარლეს ვიდეოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. სტეფანე ხშირად აღნიშნავს, რომ სტეფანიას მეგობრებს ძალიან უყვართ მათ სახლში შეკრება და დროის ტარება, ხოლო მუსიკოსი ქალიშვილს ხელს ყველაფერში უწყობს.

მაია დარსმელიძესა და სტეფანე მღებრიშვილს ერთი ქალიშვილი – სტეფანია ჰყავთ. გოგონას სახელი წლების წინ რუსეთში მოღვაწე მომღერალმა თეონა კონტრიძემ შეურჩია. სტეფანე მზრუნველი მამა აღმოჩნდა. როგორც ყოფილი წყვილის საერთო მეგობრები ამბობენ, რეპეტიციებს ტოვებდა, რათა სახლში რამდენიმე საათით დაბრუნებულიყო და სტეფანიასთან ეთამაშა. მამა-შვილს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს.

სხვათა შორის, სტეფანე იხსენებს, რომ სტეფანიას პირველი წარმოთქმული სიტყვა სწორედ „მამა“ იყო. ამიტომ მომღერალი შვილს „მამას გოგოს“ უწოდებს. სტეფანია მამის ახლო მეგობრებთან თავს კომფორტულად გრძნობს და სოციალურ ქსელში მათთან ერთად პოზირებს. მათ რიგს ლელა წურწუმია წლების წინ შეუერთდა, როდესაც გოგონა მონათლა.