მსოფლიო დღეს

ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ვაქცინის დამზადებაზე მუშაობა დაიწყეს

გამოცემის ინფორმაციით, ტრადიციული ვაქცინების დამზადებას, თუ საუბარია კორონავირუსზე, 5-6 თვე სჭირდება. თუმცა, Messenger RNA-ვაქცინა შეიძლება უფრო მოკლე დროში დამზადდეს.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ჩინეთის დუნფანის ჰოსპიტალმა და ადგილობრივმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Stemirna-მ დაამტკიცეს პროექტი, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის დამზადებას ითვალისწინებს. 

რეკორდული დრო: ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის პათოგენი გამოავლინეს

როგორც გამოცემა Paper-ი წერს, აღნიშნული ვაქცინის დამზადება უფრო სწრაფადაა შესაძლებელი, ვიდრე ეს ჩვეულებრივ შემთხვევებში ხდება.

პროექტის ხელმძღვანელ ლი ჰანვენის თქმით, მკვლევარები აპირებენ მოახდინონ მატრიცული რიბონუკლეინის მჟავის (Messenger RNA) სინთეზი სხვადასხვა ანტიგენების რამდენიმე სახეობასთან. ამის შემდეგ ტესტების დახმარებით შეირჩევა ეფექტური ანტიგენები, რომელთა საფუძველზეც გახდება შესაძლებელი ახალი კორონავირუსის პროფილაქტიკური ვაქცინის დამზადება 40 დღეში. ვაქცინის ნიმუშების შექმნის შემდეგ კი მისი გამოცდა და დამტკიცება იქნება საჭირო.  

გამოცემის ინფორმაციით, ტრადიციული ვაქცინების დამზადებას, თუ საუბარია კორონავირუსზე, 5-6 თვე სჭირდება. თუმცა, Messenger RNA-ვაქცინა შეიძლება უფრო მოკლე დროში დამზადდეს.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 4515 ადამიანს მიაღწია. აქედან 106 გარდაიცვალა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაინფიცირების შემთხვევები გამოვლენილია: ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, გერმანიაში.