ყვითელი ამბები

„1993 წლის ქორწილი...“ – როგორ გამოიყურებოდნენ ნინო ნადირაძე და გუგა კუზანოვი წლების წინ

ნინო ნადირაძე და გუგა კუზანოვი პოპულარობას არ კარგავენ. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ექიმები 27 წლის წინ.
Sputnik

საქართველოში კუზანოვების ოჯახი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან პოპულარულია. კუზანოვების ოჯახის თითოეულ წევრს უამრავი ადამიანი იცნობს. მათი ოპერაციების შესახებ ლეგენდები დადის. ოჯახის უმცროსი წევრებიც ბაბუის ნაბიჯებს მიჰყვებიან და მომავალი ექიმები არიან. მათ შორის არის ბაია კუზანოვიც, გუგას და ნინოს ქალიშვილი. ბაია სულ რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა და ახლა პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას შეუდგა ბაბუასთან ერთად. ნინო ნადირაძე კი დიდი სიამაყით აქვეყნებს ქალიშვილის და მამამთილის ერთობლივ ფოტოებს.

გუგა და ნინო კუზანოვებმა ბაია ამ ზაფხულს დააოჯახეს. სოციალურ ქსელში წყვილის ფოტო-ვიდეოები აქტიურად ქვეყნდებოდა. ერთადერთი ქალიშვილის დაოჯახება და მასთან განშორება არც ისე ადვილი აღმოჩნდა გოგონას მშობლებისთვის. მომავალი ექიმის ბაია კუზანოვას მეუღლე საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი გიორგი ბეჟაშვილია. ამჯერად კი ნინომ საკუთარი ქორწილის ძველი სურათები გამოაქვეყნა. ნინო და გუგა კუზანოვებმა ოჯახი 27 წლის წინ შექმნეს. წყვილი შეუდარებლად გამოიყურება. ნინო პირადი ცხოვრების დეტალებს რეიტინგულ თოქ-შოუ „პრაიმ შოუშიც“ ასაჯაროებს. ექიმები 1993 წელს შეუღლდნენ. ურთიერთგაგებითა და ერთმანეთის მხარდაჭერით ბევრს მიაღწიეს.

ტაბლოიდების ყურადღება რამდენიმე თვეა გუგა და ნინო კუზანოვების ოჯახისკენაა მიმართული. ახალ წელს ნინოს მიერ გაზიარებულმა სასაცილო ვიდეომ ძალიან ბევრი ადამიანი გაამხიარულა. გუგა კუზანოვის ვიდეო სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა. ექიმს მაშხალა არასწორი მიმართულებით აუფეთქდა.