მსოფლიო დღეს

დადგინდა კორონავირუსის ახალი სიმპტომები და გადადების გზები

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 4515 ადამიანს მიაღწია. აქედან 106 გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსი ძირითადად ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა, თუმცა დასნებოვნება ასევე შესაძლებელია თვალებზე დაბინძურებული ხელების შეხებით, განაცხადა ჩინეთის ჯანდაცვის საკითხების სახელმწიფო კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფის წევრმა ლი სინვანმა.

„ყველამ უნდა ატაროს ნიღაბი და შეამციროს კონტაქტი ახლო მანძილზე. ვირუსი შეიძლება გადავიდეს შეხებითაც, თუ დაბინძურებულ ხელებს თვალებს შეახებთ“, — განმარტა ინფექციონისტმა. 
კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების პროგნოზი: აშშ და ბრიტანეთი მონაცემებს აქვეყნებენ

მისი თქმით, დაავადება ადრეულ ეტაპზე ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, სისუსტე და მშრალი ხველება. მძიმედ დაავადებულებს შესაძლოა უჭირდეთ სუნთქვა და ჰაერის უკმარისობაც დაემართოთ. ამასთან, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, თუ ადამიანს სხვა დაავადებებიც აღენიშნება.

როგორც ინფექციონისტი ამბობს, დაავადებულთა შორის არიან ისეთი პაციენტებიც, რომლებსაც სხეულის მაღალი ტემპერატურა თვალსაჩინოდ არ უვლინდებათ, იშვიათად ახველებენ მშრალად და არც სისუსტე აქვთ მკვეთრად გამოხატული. ასეთი დასნებოვნებულები მხოლოდ იმიტომ გამოავლინეს, რომ ისინი საკუთარი ნებით მივიდნენ სამედიცინო ცენტრებში შესამოწმებლად.

ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ვაქცინის დამზადებაზე მუშაობა დაიწყეს

ლი სინვანის თქმით, მიუხედავად სიმპტომების სისუსტისა, ასეთი პაციენტები გარკვეულწილად მაინც არიან ვირუსის გადამტანები. 

საქართველო ჩინეთიდან პირდაპირი რეისების შეჩერებას გეგმავს

ამასთან, ინფექციონისტი განმარტავს, რომ ახალი ვირუსით ინფიცირებული ადამიანის მკურნალობა ერთ კვირას მოიცავს, თუ საქმე იოლ ფორმასთან გვაქვს, ხოლო მძიმე ფორმის შემთხვევაში მკურნალობას ორი კვირა და მეტი დრო სჭირდება.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 4515 ადამიანს მიაღწია. აქედან 106 გარდაიცვალა.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაინფიცირების შემთხვევები გამოვლენილია: ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, გერმანიაში.