Energy week Georgia 2020-ზე საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი განიხილეს

Sputnik

Energy week Georgia 2020-ის ორგანიზატორია საკონსულტაციო კომპანია Invest In Network. თბილისში ენერგეტიკული ფორუმი Energy week Georgia 2020 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. მასში 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს 17 ქვეყნიდან. მათ შორის საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ნორვეგიიდან, სამხრეთ კორეიდან.

ორი დღის განმავლობაში ღონისძიების სტუმრები განიხილავენ ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებს, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებს, ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებენ სამომავლო თანამშრომლობაზე.

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 10 წლის შემდეგ ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება. მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად საქართველო მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი რესურსები, რომელთა შორისაც პრიორიტეტული ჰესების მშენებლობაა. ასევე განიხილება ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე გადასვლის ტენდენციაც.

 

1 / 12
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით თბილისში ენერგეტიკული ფორუმი Energy week Georgia 2020 დაიწყო
2 / 12
ენერგეტიკის კვირის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეგიონული წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს სხვადასხვა პროექტებში, მათ შორის ენერგეტიკაშიც
3 / 12
ღონისძიების ორგანიზატორი იყო საკონსულტაციო კომპანია Invest In Network
4 / 12
Energy week Georgia 2020-ში მონაწილეობა სამასამდე სტუმარმა მიიღო 17 ქვეყნიდან
5 / 12
მათ შორის საფრანგეთიდან, ესპანეთიდნა, ნორვეგიიდან და სამხრეთ კორეიდან
6 / 12
კომპანიებმა ენერგეტიკული პროექტების უფრო ეფექტურად განსახორციელებელი პრეზენტაციები მოამზადეს
7 / 12
ღონისძიების სტუმრებმა საქართველოს ენერგორესურსების განვითარების დიდი პოტენციალი დაინახეს
8 / 12
დელეგატებს ასევე შესაძბელობა ქონდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობა
9 / 12
ღონისძიების სტუმრებმა უპასუხეს ჟურნალისტების შეკითხვებს
10 / 12
ლუკა ჩაჩიბაია - ტექნიკური დირექტორი კომპანიისა, რომელიც 2019 წლიდან ფლობს ქვეყნის პირველ ქარის ელექტროსადგრუს გორში
11 / 12
ფორუმი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილზე გაეცნონ რამდენიმე ელექტროსადგურის მუშაობას
12 / 12
ენერგეტიკული ფორუმი Energy week Georgia 2020