მსოფლიო დღეს

ჩვილებით ვაჭრობა: დაკავებულია ქალი, რომელიც შვილის გაყიდვას ცდილობდა

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „არასრულწლოვნებით ვაჭრობა“, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა ქალი, რომელიც შვილის გაყიდვას ცდილობდა 5 ათას აშშ დოლარად, იუწყება „Sputnik–უზბეკეთი“ ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით.  

მთვრალმა და ნახევრად შიშველმა დედამ 10 თვის ჩვილი გადააგდო: ვიდეო

შემთხვევა ქალაქ ანდიჟანში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 20 წლის ქალი მაშინ დააკავეს, როდესაც ის თავისი რვა თვის შვილის დაბადების მოწმობას გადასცემდა პოტენციურ მყიდველს. 

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „არასრულწლოვნებით ვაჭრობა“, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

როგორც ირკვევა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოლიცია ჩვილი ბავშვებით ვაჭრობას აღკვეთს. სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის ივნისში ტაშკენტში დააკავეს ახალგაზრდა წყვილი, რომლებიც თავიანთი 9 თვის შვილის 9 ათას დოლარად გაყიდვას ცდილობდნენ.

გარდა ამისა, იმავე პერიოდში კარშიში დააკავეს ქალი, რომელიც თავისი 10 დღის ჩვილის გაყიდვას ცდილობდა 1000 აშშ დოლარად.