კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემზარავი კადრები – ვიდეო

NBA-ს ხუთგზის ჩემპიონი კობი ბრაიანტი ლოს-ანჯელესთან ახლოს ვერტმფრენის ჩამოვარდნის მსხვერპლი გახდა. მასთან ერთად მისი 13 წლის ქალიშვილი ჯიანა ბრაიანტიც დაიღუპა.
Sputnik

ამ ეტაპზე ავარიის მიზეზს არკვევენ. გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის ბრაიანტი ქალიშვილთან და კიდევ შვიდ ადამიანთან ერთად ვერტმფრენით მოგზაურობდა. წინასწარი მონაცემებით, ბორტზე გაჩნდა ხანძარი. ვერტმფრენში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.