საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით ღამის პირველ საათზე დაფიქსირდა. დამატებითი ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.
Sputnik

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. სტეფანწმინდიდან 36 კილომეტრში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით ღამის პირველ საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ჩრდილოეთ ოსეთში, საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

დამატებითი ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.