დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთის აღმოსავლეთში – ფოტო

Sputnik

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 1030-ზე მეტი დაშავდა.

ყველა დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ხელისუფლება მოსახლეობას დაზიანებულ შენობებში დაბრუნებისგან თავის შეკავებას ურჩევს, დაზარალებულთათვის სპეციალური შენობები გაიხსნა.

სტიქიური უბედურების რაიონში მაშველთა 493 ჯგუფი მუშაობს თურქეთის 28 პროვინციიდან. მიწისძვრის ზონაში მიტანილია 1689 კარავი, 1656 ლოგინი და 9200 საბანი. მობილურმა ოპერატორებმა ელიაზიგესა და მალატიეში უფასო მომსახურება დაიწყეს.

 

1 / 10
პარასკევს თურქეთის ქალაქ სივრიჯში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
2 / 10
სტიქიას მოყვა დაახლოებით ასი აფტერშოკი, რომელთაგან ათი 4 და მეტი მაგნიტუდის სიმძლავრის იყო
3 / 10
მომხდარის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასზე მეტი დაშავდა
4 / 10
მიწისძვრის გამო დაზიანებულია გზები, ზოგიერთი სოფელი გარესამყაროს მოწყდა
5 / 10
მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაცია თურქეთის აღმოსავლეთში
6 / 10
შენობების ნანგრევებში შესაძლოა კვლავ იყვნენ ადამიანები
7 / 10
საგანგებო სიუტაციების მართვის სააგენტოს მონაცემებით, სტიქიური უბედურების რაიონში მუშაობს მაშველთა 493 გუნდი 28 პროვინციიდან
8 / 10
მიწისქვეშა ბიძგები ასევე იგრძნობოდა ირანის პროვინცია დასავლეთ აზერბაიჯანში, რომელიც თურქეთის საზღვარზე მდებარეობს
9 / 10
სტიქიური უბედურების რაიონში მუშაობს დაახლოებით 3,7 ათასი მაშველი, ადგილზე გაემართა 144 სატვირთო ზეწრებით, კარვებითა და საკვებით
10 / 10
ადგილობრივი ხელისუფლება თურქეთის მოსახლეობას დაზიანებულ შენობებში დაბრუნებისგან თავის შეკავებას ურჩევს, მათთვის გახსნილია სპეციალური შენობები