ყვითელი ამბები

თამო ვაშალომიძის დაუჯერებელი ბუნებრივი სილამაზე - მოდელს უმაკიაჟოდ ვერ იცნობთ

პოპულარული ფოტომოდელი ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. მიუხედავად ამისა სოციალურ ქსელში აქტიურობას არ წყვეტს. თამო ვაშალომიძემ საკუთარი ბუნებრივი სილამაზე გამოაჩინა. როგორ გამოიყურება ფოტომოდელი უმაკიაჟოდ?
Sputnik

ქართველი ფოტომოდელი საკმაოდ თამამი ფოტოსესიებით გამოირჩევა. ქალაქში ჭორები ვრცელდებოდა, თითქოს თამომ უკრაინულ PLAYBOY-სთან კონტრაქტი გააფორმა და ფოტოსესიაზე მიემგზავრება. უკრაინაში არაერთხელ არის ნამყოფი, მაგრამ ჭორი ჭორადვე დარჩა. თამო არავინ მიიწვია. მედავითნემ და ეკლესიურმა გოგონამ ერთ დღეში მთელი თბილისი აალაპარაკა. მშობლებთან დაძაბული ურთიერთობა, ეკლესიიდან წამოსვლა, სიუციდის მცდელობები, ეროტიკული ფოტოსესიები, ბიზნესმენთან ნიშნობა, ცოლიანი მამაკაცისგან შვილის გაჩენა, უკანალის ოპერაცია და დაზღვევა - ამ თემების ხსენებაზე ადამიანებს სწორედ თამო ახსენდებათ, რადგან მის გარშემო სკანდალები არ წყდება, თავად მოდელი კი, ჭორების გავრცელებას ხელს უწყობს.

თამო ვაშალომიძის ცხოვრებაში უეცრად მოსული პოპულარობა დიდ ძალისხმევას და შრომას არ უკავშირდება. საზოგადოების ასეთი აზრის მიუხედავად, ფოტომოდელი ბევრს ვარჯიშობს, დღითი დღე იხვეწება და წარმატების ახალ გზებს იკვლევს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საინტერესო ფოტოების გამოქვეყნებას თავს არიდებს, მის გვერდზე თაყვანისმცემლების აქტიურობა არ ნელდება. ამჯერად, ოფიციალური გვერდის ე.წ „სთორიზე“ სურათი გამოაქვეყნა, რომელიც დიდ ყურადღებას იქცევს. სატელევიზიო სახემ გრიმსა და მაკიაჟზე უარი თქვა და მოკლე ვიდეო მანქანიდან, მოგვიანებით კი სახლიდან გამოაქვეყნა. აშკარაა, რომ თამო ჯერ კიდევ ისვენებს მორიგი ჭორ-მართალისა და სკანდალების ტალღისგან.

სკანდალური თამო ვაშალომიძე ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, მაგრამ ულამაზესი ქალიშვილი საზოგადოებისთვის უცნობი, როგორც თავად ამბობს, დაოჯახებული მამაკაცისგან ჰყავს. ფოტომოდელის პირად ურთიერთობებზე ყველა საუბრობს. საკმარისია თამო მამაკაცთან ერთად გამოჩნდეს, სოციალურ ქსელში ბუმი იწყება. თუმცა, უკანასკნელი პერიოდის მანძილზე ის ერთადერთ ქალიშვილთან ერთად გამოქვეყნებულ სურათებს უფრო აქტიურად აქვეყნებს. გაზიარებული პოსტების შემდეგ, ამ ერთმა „სთორიმ“ თითქოს ყველაფერი გარდაქმნა. თამო უმაკიაჟოდ ბევრად მიმზიდველად გამოიყურება. თავად შეაფასეთ პოპულარული ფოტომოდელის ბუნებრივი სახე.