ქვიშხეთთან ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი არასრულწლოვანი

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქმა ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა. ავტომობილში ცოლ-ქმარი და მათი სამი ბავშვი იმყოფებოდა. დაშავებული ქალის გადარჩენას ხაშურის საავადმყოფოში ექიმები ამ დრომდე ცდილობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.