ნანკა კალატოზიშვილი: ის გოგო ბიჭმა მოატყუა, რომ ჩემთან დადის და ამ ნიადაგზე დაშორდნენ

ნანკა კალატოზიშვილი საუბრობს ადამიანურ ურთიერთობებზე და ჭორებზე, რაც საკუთარ თავზე მოუსმენია და წაუკითხავს.
Sputnik
ნანკა კალატოზიშვილი: ის გოგო ბიჭმა მოატყუა, რომ ჩემთან დადის და ამ ნიადაგზე დაშორდნენ
„საკუთარ თავზე კოშმარები მაქვს წაკითხული, მაგრამ რეაქცია არაფერზე მქონია. ერთხელ პრესაში მე, შორენა და სოფო დაგვაკავშირეს. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ სამს ერთნაირი გემოვნება გვქონდეს, მაგრამ სტატიის სათაური იყო ისეთი, მეგონა, სამნი ერთს ვიყოფდით და ძალიან დამაინტერესა. გაირკვა, რომ თურმე სამივე რაინდს ვეძებთ. თან მე დამაბრალებენ, რომ ძველი ყაიდის მამაკაცს ვეძებ, მე, რომელიც ლამის ბეტმენით ვარ მოსული. ისეთი რამ მაინც დამაბრალე, სიმართლეს რომ ჰგავდეს?“-ამბობს ნანკა კალატოზიშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი იხსენებს: „ერთხელ ჩემს შვილზეც დაწერეს. მაშინ პატარა იყო და მის ფოტოებს არ ვდებდი. მახსოვს, განგაშის ზარი იყო ატეხილი და საშინელი რამეები ეწერა. აი, მანდ გავჭედე კი არა, რა ჩავატარე აღარ მახსოვს. ფაქტია, რომ ის კომენტარები ყველას ავაღებინე. როცა ჩემზე სისულელეებს ყვებიან ხოლმე იქ ან ჩემი მეგობარი ზის ხოლმე, ან ნაცნობი.“