თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. 2019 წელს უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსი მიანიჭეს 195 ადამიანს, ნათქვამია შსს-ს მასალებში.
„უჭმელობისგან დაუძლურებულია“ – საბერძნეთში დაკარგული ქართველი გოგო შოკურ მდგომარეობაშია >>
უწყების მონაცემებით, 195 ადამიანიდან იპოვეს 133, აქედან ათი მათგანი გარდაცვლილი იყო.
ნაპოვნი ადამიანებიდან ოთხი იყი ბელგიის მოქალაქე, ორი - საუდის არაბეთის, ასევე აზერბაიჯანის, ყაზახეთის, რუსეთის და იორდანიის თითო მოქალაქე. ყველა მათგანი ცოცხალია.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორის პოლიციამ ვერ იპოვა 16 წლამდე ასაკის შვიდი ბავშვი. გარდა ამისა, სამართალდამცველები ეძებენ:
უგზო-უკვლოდ დაკარგულები | ასაკი |
12 ადამიანი | 61 წელს ზემოდ |
5 ადამიანი | 17-დან 24 წლამდე |
25 ადამიანი | 25–დან 44 წლამდე |
13 ადამიანი | 45-დან 60 წლამდე |
შსს-ს მონაცემებით, სულ 1973 წლიდან 2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოში უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაახლოებით 6000 ადამიანი, ნაპოვნია დაახლოებით 5000.
ამასთან, გასულ წელს პოლიციამ 2019 წლის 1 იანვრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულთაგან 69 ადამიანი იპოვა.
დღეისათვის საქართველოში ათასი ადამიანი იძებნება: 208 ქალი და 792 მამაკაცი, რომლებიც სხვადასხვა დროს დაიკარგნენ. აღსანიშნავია, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული ყოველი მესამე დედაქალაქში ცხოვრობდა.