ბათუმში მირქმის სახელობის ეკლესია გაქურდეს

ბესიკისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაზე მდებარე მირქმის სახელობის ტაძრიდან მძარცველებმა 50 ლარამდე თანხა და სამი ქილა თაფლი წაიღეს.
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. ბათუმში მირქმის სახელობის ეკლესია გაქურდეს, იუწყება პირველი არხი.

ბესიკისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაზე მდებარე მირქმის სახელობის ტაძრიდან მძარცველებმა 50 ლარამდე თანხა და სამი ქილა თაფლი წაიღეს.

მათ ტაძრის ფანჯრები გატეხეს და შენობაში ისე შეაღწიეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.