ყვითელი ამბები

„დიდ ნაწლავს გიკეთებ“- ვაჩე დედას ვარცხნილობას უკეთებს - ვიდეოს ანუკი არეშიძე აქვეყნებს

ვაჩე კალაძე მოდურ დედას ნაწნავს უკეთებს. მონდომებული ბიჭუნა დედის ვარცხნილობას აკომენტარებს. ნახეთ ვიდეო
Sputnik

დაღლილი დღის შემდეგ ანუკი არეშიძე სახლისკენ მიეშურება, სადაც საყვარელი შვილები ელოდებიან. ამჯერად, დიზაინერის ობიექტივში მესამე ვაჟი- ვაჩე კალაძე მოხვდა, რომელმაც გადაწყვიტა დედას ვარცხნილობა გაულამაზოს. პატარა ბიჭუნამ დედა დივანზე მოაკალათა და თმის დავარცხნას შეუდგა. ანუკი არეშიძემ ვაჩე კალაძის პოზიტიურ განწყობას მეტი ხიბლი შეჰმატა და ვიდეოზე შვილს წვერების ეფექტი დაუმატა. ვიდეო უფრო მეტად სასაცილო გახდა. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვაჩეს სიტყვები იქცევს. დედის კითხვაზე თუ რას აკეთებს, ბიჭი დედას პასუხობს, რომ „ნაწლავს“ უკეთებს. მართალია, ვაჩე ახლა არ იწყებს ლაპარაკს, მაგრამ ბიჭუნას შეცდომამ დედა გაამხიარულა და მისი ოფიციალური Instagram გვერდის გამომწერებიც.

„ვერ დაწანი, ბიჭო?!“- ანუკიმ ვაჟს დიდი წვალების შემდეგ ჰკითხა. უსაყვარლესმა ვაჩემ დედას უპასუხა, რომ ნაწნავის შემდეგ, "კიკინის" გაკეთება მოუსირვა. აშკარაა, რომ ანუკი ვაჟებთან ერთად საუკეთესო დროს ატარებს. მათ ვიდეოებს სოციალურ ქსელში ძალიან ხშირად აქვეყნებს და განსაკუთრებულად პოპულარული ვაჩე ხდება.

ანუკი სოციალურ ქსელში და რეალურ ცხოვრებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის ოფიციალურ გვერდს, ვერიფიკაციის გავლის შემდეგ ოფიციალური ნიშანიც კი მიანიჭეს. ახლა, Instagram- ის ოფიციალურ გვერდზე მოდელს და დიზაინერს 400 ათასამდე მიმდევარი ჰყავს. ვაჩეს ვიდეოები ძალიან პოზიტიური აღმოჩნდა. ამას ისიც დაემატა, რომ ანუკიმ დამაინტრიგებელი ვიდეო სულ რამდენიმე ხნის წინ გაასაჯაროვა. „2012 წლიდან მისი რჩეული გოგოა“, - დაწერა ანუკიმ და ვიდეოზე ვაჩეს საყვარელი გოგონა მონიშნა. მას საზოგადოება არ იცნობს, მაგრამ ვაჩეს გულწრფელი სიყვარული აშკარაა. ვიდეოს ბოლოს ბიჭმა ემოციები ვერ შეიკავა და საყვარელ გოგოს აკოცა.