ტელეწამყვანი გადაღებების მიუხედავად ოჯახს დიდ დროს უთმობს. ფეხბურთელ მეუღლესა და სამ შვილთან ერთად ინტენსიურად მოგზაურობს და სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდს გლამურული ფოტოებით ავსებს. ფაქტია, რომ სალომე ღვინიაშვილი წლიდან წლამდე უფრო საინტერესო და წარმატებული ხდება. ყოფილმა მოდელმა დიზაინერობა დაიწყო და უამრავი მოდის მოყვარული ქალბატონი სამოსებით გაანებივრა. ღვინიაშვილი ადრეულ ასაკში გათხოვდა. პირველ ქორწინებაზე საჯაროდ საუბარს თავს არიდებს, თუმცა ბოლო პერიოდის მანძილზე მის წარუმატებელ ქორწინებაზე ბევრი საუბრობს. სალომეს უფროსი ვაჟი 17 წლის ასაკში შეეძინა, ორი გოგონა კი, მოგვიანებით ცნობილი ფეხბურთელისგან გააჩინა.
სალომემ სასაცილო ფოტოები რამდენიმე ხნის წინ გამოაქვეყნა, როდესაც დაღლილი ქალიშვილი მანქანაში უხერხულ ვითარებაში აღმოაჩინა. დაღლილმა გოგონამ დედის მანქანაში თავი მეტად კონფორტულად იგრძნო და სალომეს შეშინება გადაწყვიტა. ის მანქანის უკანა სავარძელში მოკალათდა და თავდაყირა აღმოჩნდა. გოგონამ თავი მანქანის ბორბლებისკენ მოათავსა, ხოლო ფეხები მანქანის ჭერისკენ აღმართა. გაოცებულმა სალომემ ფოტოები საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და „დღის დასასრული“ დააწერა. აშკარაა, რომ სუპერ-მოდურ დედა-შვილებს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. თუმცა, გოგონები ზურა ხიზანიშვილთანაც ახლო ურთიერთობით გამოირჩევიან. რამდენიმე ხნის წინ ზურამ საკუთარ გვერდზე ერთ-ერთ შვილთან გადაღებული სურათი გამოაქვეყნა და წარწერა- „შვილებს უნდა მოუსმინოთ“ დაურთო.
სალომე ღვინიაშვილის ოჯახი გასაიდუმლოებული ფაქტის გამჟღავნების შემდეგ უფრო ცნობადი გახდა. სალომესთვის ფეხბურთელთან დაოჯახება საპასუხისმგებლო აღმოჩნდა, რადგან ეს მისი მეორე ქორწინებაა. წყვილს საერთო ორი ულამაზესი ქალიშვილი ჰყავს. სალომე ღვინიაშვილს სოციალურ ქსელში ინდივიდუალიზმით აღსავსე ფოტოები აქვს. სწორედ, ეს არის მისი პირადი სივრცეს ხიბლი. ტელეწამყვანის ვირტუალური სივრცე ერთ მიკრობლოგადაა გადაქცეული, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ. მას 161 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ეს რიცხვი დღითი დღე იზრდება. აღმოჩნდა, რომ სალომეს რთული და მტკივნეული ცხოვრება ჰქონდა. ის ადრეულ ასაკში მამაკაცზე გათხოვდა, რომელიც არ უყვარდა. სუპერ-მოდელს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი შეეძინა. მოგვიანებით ზურა ხიზანიშვილი გაიცნო და ყველაფერი თავბრუდამხვევ ზღაპარს დაემსგავსა.