COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსით დაღუპულთა და დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა, ინფიცირებული კი 1 287 ადამიანია.
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ჩინეთში, ხუბეის პროვინციაში კორონავირუსს კიდევ 15 ადამიანი ემსხვერპლა, BBC-ზე დაყრდნობით იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მოტყუებული ბარიერი: კორონავირუსით დაავადებულმა ჩინელმა ქალმა პარიზში შეაღწია

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა, ინფიცირებული კი 1 287 ადამიანია.

დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უჰანში უცნობი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

გაირკვა, რომ პირველ დაავადებულებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების ბაზართან. ექსპერტებმა მოკვლევით დაადგინეს, რომ საუბარი იყო კორონავირუსის ახალი ტიპის — 2019-nCoV-ს შესახებ. მოგვიანებით დადგინდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.

ვირუსი გასცდა ჩინეთის ფარგლებს. დასნებოვნების ფაქტები დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-ში, ვიეტნამში, სინგაპურსა და ტაილანდში.