საშინელი ავარია თბილისში - სასწაულებრივად გადარჩენილი ხალხი

ორი მსუბუქი ავტომობილი Toyota Camry და Subaru Forester პარასკევს საღამოს მარცხენა სანაპიროზე პიკის საათის დროს ერთმანეთს შეეჯახნენ. იხილეთ საშინელი ავარიის ვიდეო კადრები
Sputnik

ავარიის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს Sputnik-საქართველოს.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია“. დამნაშავეს ემუქრება ჯარიმა ან შინაპატიმრობა ექსვი თვიდან ორ წლამდე ვადით, ან თავისუფლდების აღკვეთა სამ წლამდე ვადით.