ყვითელი ამბები

ნინი წიკლაურს ამერიკაში მეორე ბავშვი ეყოლა – ნახეთ ახალშობილის ფოტო

ნინი რამდენიმე წლის წინ ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, რათა კარიერული წარმატებისთვის მიეღწია, თუმცა ამის პარალელურად მომღერალმა არც პირადი ცხოვრება დატოვა უყურადღებოდ და გულის სწორიც მალევე იპოვა.
Sputnik

მომღერალ ნინი წიკლაურს მეორე ვაჟი – ილია ტუღუში შეეძინა. პატარა ნიუ-იორკის ერთ-ერთ სამშობიაროში დაიბადა. ნინი წიკლაური საზოგადოებას არაერთი მუსიკალური პროექტიდან ახსოვს.

რამდენიმე წლის წინ მომღერალი ნინი წიკლაური მეუღლესთან თემო ტუღუშთან ერთად ამერიკაში საცხოვრებლად წავიდა და პირველი შვილიც იქ გააჩინა. ნინის თავის დამკვიდრება ამერიკაშიც არ გაუჭირდა, სცენა და სიმღერა არ მიუტოვებია, მეტიც, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა.

როგორც ნინი ინტერვიუებში იხსენებს, ძალიან რთული იყო პირველი პერიოდი, ძნელია დატოვო ყველა, ყველაფერი, რაც გიკეთებია, წახვიდე სხვა ქვეყანაში და ხელახლა დაიწყო ცხოვრება, საკუთარი თავის დამკვიდრება. რასაკვირველია, იყო სტრესები, ნერვიულობა. „სადაც არ უნდა წავიდე, რა ტიპის კონცერტზეც არ უნდა მიმიწვიონ, გამოსვლას ყოველთვის ვიწყებ ქართული სიმღერით. განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს გია ყანჩელის შედევრები. როდესაც მის კომპოზიციებს ვასრულებ, კომპლიმენტის გარეშე არც ერთი ამერიკელი არ მტოვებს. ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვმღერი ჰიმნს“, – ამბობს ნინი.